სპიკერ ფესტივალი 2017- ,,შექმენი შენი წარმატება“

სპიკერ ფესტივალი 2017- ,,შექმენი შენი წარმატება“

2017  წლის 20 დეკემბერს, თბილსის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ,,სპიკერ ფესტივალი 2017-ის ფარგლებში“  ჩატარდა სემინარი - ,,ეფექტური კომუნიკაციის მასტერკლასი“, რომელსაც  საერთაშორისო ტრენერები:ჰასიბ ჰასანი; ზაუფ ჰასანი და ამალ ჰასანი უძღვებოდნენ.

სპიკერები წლებია მოღვაწეობენ ეფექტური კომუნიკაციის მენეჯმენტის მიმართულებით. ღონისძიებაზე მათ წარადგინეს - ,,ურთიერთობების მართვის პროგრამა“, რომელიც ორიენტირებულია ხუთ უმნიშვნელოვანეს ასპექტზე: ურთიერთობები ოჯახის წევრებთან; ურთიერთობები სამსახურში; ურთიერთობა სოციუმთან; ურთიერთობა საკუთარ თავთან; ურთიერთობა სამყაროსთან. ნებისმიერი დისბალანსი ამ ხუთ განზომილებას შორის უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაზე. გაცნობიერებული ძალისხმევით და სწორი კომუნიკაციით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ისწავლოს და დახვეწოს ურთიერთობების მართვის ხელოვნება. სპიკერებმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს თუ როგორ მოვაგვაროთ და შევინარჩუნოთ ურთიერთობები, როგორ ვაქციოთ ნეგატიური ურთიერთობა პოზიტიურად; რა არის წარმატებული კომუნიკაციის ინსტრუმენტები და როგორ მივიღოთ საუკეთესო ჩვენი ურთიერთობებისგან.
ტრენინგ-სემინარი განკუთვნილი იყო ნებისმიერი ასაკის მსმენელისთვის და მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რაც კიდევ უფრო ზრდიდა აუდიტორიის ჩართულობასა და ინტერესს საკითხის მიმართ.

ღსანიშნავია, რომ ფესტივალი 18-22 დეკემბერის ჩათვლით მიმდინარეობდა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა უმაღლესმა სასწავლებელმა უმასპინძლა ქართველ და უცხოელ სპიკერებს, რომლებმაც დაინტერესებული აუდიტორია გააერთიანეს იდეის - „შექმენი შენი წარმატება“ გარშემო და გაუზიარეს მოტივაციის, ურთიერთობებისა და ბიზნესის წარმატების გამოცდილება.