,,სპორტული მედიცინის მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია“

,,სპორტული მედიცინის მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია“

2016 წლის 13-14 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ,,სპორტული მედიცინის მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, სპორტულ მედიცინასა და რეაბილიტაციის დაგში მოღვაწე ექიმები, რეზიდენტები, სტუდენტები, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი.

ღონისძიების მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს დიდი ბრიტანეთის, მოლდოვას, გერმანიის, ესტონეთის, რუსეთის  წამყვანმა  სპეციალისტებმა. ღონისძიება მიეძღვნა სპორტული მედიცინის  უახლეს  მიღწევებს და დარგის  აქტუალურ  საკითხებს.

კონფერენცია გახსნა საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტმა ვალერი ახალკაცმა. დამსწრე საზოგადოებას მიესალმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნვერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები:

,,გულის თანდაყოლილი დაავადებების მართვა სპორტსმენებში-არასაკმარისი რეკომენდაციები“?- პროფესორი ლელა მასხულია;

,,დაფნის გვირგვინის რეალური ფასი-ფიზიკური დატვირთვა და ოქსიდაციური სტრესი“-პროფესორი კახაბერ ჭელიძე (საქართველო);

,,დნმ-ის პერსონიფიცირებული ანალიზი-ახალი ინსტრუმენტი სპორტული შესაძლებლობებისა და მიღწევების საქმეში“- ანდრეი სემიხოდსკი  (დიდი ბრიტანეთი);

,,სპორტული მედიცინის მდგომარეობა და მისი განვითარების პერსპექტივები მოლდოვაში“- გიორგი შტეფანეცი (მოლდოვა);

,,კუნთის დაზიანება სპორტში“-ალბერტ გუსბახერი (გერმანია);

,,კვების მოშლა ახალგაზრდა სპორტსმენ ქალებში“-პროფესორი ევე უნტი (ესტონეთი);

,,ანტიდოპინგური პოლიტიკა საქართველოში“- პავლე კასრაძე, მედიცინის დოქტორი;

,,ესტონეთში ახალგაზრდა სპორტსმენთა პერიოდული სამედიცინო შემოწმება და მისი შედეგების ანალიზი“- აგნეს მეაგი (ესტონეთი);

,,არასტაბილური მხრის მკურნალობა და პრევენცია“-მადის რაჰუ (ესტონეთი);

,,ახალგაზრდა სპორტსმენების ცხოვრების წესი და ჯანმართელობის რისკები“- მედიცინის დოქტორი სერგეი ჩებანუ (მოლდოვა);

,,პოსტტრავმული ტკივილის მკურნალობის მეთოდები სპორტში“-პროფესორი რაზვან ბუშნეაგი (რუმინეთი);

,,აქვატერაპიის როლი სპორტსმენთა მომზადებაში“- კარმენ ბუშნეაგი (რუმინეთი);

,,წვევამდელთა ათკვირიანი  სპეციალური საბაზისო სამხედრო წვრთნის ფიზიოლოგიური შედეგები“- პროფესორი ვაჰურ ოპიკი (ესტონეთი);

,,მცირე ციბრუტის ავულსიური მოტეხილობა მოზარდ სპორტსმენებში“- მედიცინის დოქტორი ლევან ჩიკვატია (საქართველო);

,,მხრის დაზიანებული როტატორული მანჟეტის აღდგენის შემდგომი რეაბილიტაცია სპორტში“ პაველ ჩეკერესი (რუსეთი);

,,სამედიცინო ველნეს ინდუსტრიის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“- ნინო ნაკაშიძე (საქართველო);

,,წონის კორექცია სპორტული წვრთნის პერიოდში“-მედიცინის დოქტორი ქეთევან ბერიძე (საქართველო).

კომფერენციის დასასრულს გაიმართა შემაჯამებელი დისკუსია, ხოლო ესტონეთის დელეგაციასთან ერთად  საერთო სამეცნიერო პროექტების განხორციელება  დაიგეგმა.