სტაჟირება ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელობის ქირურგიულ კლინიკაში

სტაჟირება ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელობის ქირურგიულ კლინიკაში

2014 წლის  1 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი ავთანდილ ბაქრაძე, გერმანიაში მოღვაწე ქირურგის, თსსუ–ის საპატიო დოქტორის გიორგი გრიგოლიას მხარდაჭერით სტაჟირებას გადიოდა ქალაქ ლანდსჰუტში (გერმანია), ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელობის ქირურგიულ კლინიკაში.

ქართველი სტუდენტი ყოველდღიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა პრაქტიკულ საქმიანობაში, როგორიცაა: სისხლის აღება, კათეტერის ჩადგმა, ოპერაციები, დილის კონფერენციები და პაციენტის მდგომარეობის განხილვა.

გერმანელი ექიმების მეთვალყურეობით, ავთანდილ ბაქრაძე ასრულებდა სხვადასხვა მანიპულაციებს, რომლის შესრულების ხარისხის გამო მაღალი შეფასება დაიმსახურა კიდეც.

 „სტაჟირების განმავლობაში გავეცანი მედიცინის სიახლეებს და მივიღე დიდი გამოცდილება პრაქტიკული უნარების  და პაციენტთან კომუნიკაციის კუთხით.

მადლობას ვუხდი თსსუ-ის ადმინისტრაციასა, პროფესორ გიორგი გრიგოლიას და ლანდსჰუტის კლინიკას, გერმანიაში პრაქტიკის გავლის შესაძლებლობისა და პროფესიული კუთხით გაწეული დახმარებისათვის“, – აღნიშნა საქართველოში დაბრუნებულმა სტუდენტმა.