სტომატოლოგთა საერთშორისო კოლეჯის  (ICD) ევროპული სექციის  61-ე სხდომა მილანში

სტომატოლოგთა საერთშორისო კოლეჯის (ICD) ევროპული სექციის 61-ე სხდომა მილანში

   
   

2016 წლის 29 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა მამალაძე, აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკის დირექტორი, ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლიკა სანოძე და ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნათია ნიჟარაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ მილანში (იტალია) სტომატოლოგთა საერთშორისო კოლეჯის (ICD) ევროპული სექციის  61-ე სხდომაზე.

ICD მსოფლიოს სტომატოლოგთა  ერთ-ერთი ყველაზე დიდი საზოგადოებაა, რომელსაც არსებობის 100 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს და მიზნად ისახავს წამყვანი სტომატოლოგების ერთმანეთთან შეხვედრას, ინფორმაციის გავრცელებას, სამეცნიერო კონფერენციების მოწყობას, საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარებასა  და მრავალი ჰუმანიტარული აქციის განხორციელებას.

პროფესორი მარინა მამალაძე საზოგადოების წევრია 2013 წლიდან. წელს ICD–ს რიგებს თსსუ–ის ასოცირებული პროფესორი ნათია ნიჟარაძე შეუერთდა. 

მილანის ICD ევროპული სექციის სხდომაზე განსაკუთრებით საინტერესო მოხსენებები იყო წარდგენილი, მათ შორის აღსანიშნავია: კრისტინა ბრონდონის და მასიმო პასის მოხსენებები, "ექიმისა და პაციენტის ნდობის"  და "კომუნიკაციის და პირის ღრუს ლორწოვანის კიბოსწინარე დაავადებები"–ს შესახებ. პროფესიული ინტერესი გამოიწვია პროფესორ ტიციან ტესტორის  პრეზენტაციამ, რომელიც მიეძღვნა სამედიცინო სტატიების  წერის წესებსა და პირობებს.