სტომატოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონია

სტომატოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონია

მიმდინარე წლის 12 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტომატოლოგიის  ფაკულტეტის  კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონია გაიმართა.

თსსუ–ის ეზოში შეკრებილ სტუდენტებს გზა დაულოცეს  და პროფესიული კუთხით წარმატებები უსურვეს უნივერსიტეტის ვიცე–რექტორმა, პროფესორმა კახაბერ ჭელიძემ, თსსუ–ის სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა  სამსონ მღებრიშვილმა და  დეკანის მოადგილემ, პროფესორმა ნანა ყიფიანმა.

ღონისძიებაზე  სიტყვით გამოვიდნენ ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებმაც დიდი სითბოთი გაიხსენეს უნივერსიტეტში გატარებული წლები, მადლობა გადაუხადეს პროფესორ–მასწავლებს დიდი ღვაწლისა და ამაგისთვის.

ღონისძიების დასასრულს სტუდენტებმა დადეს ჰიპოკრატეს ფიცი და საზეიმოდ გაჭრეს თსსუ–ის ლოგოიანი ტორტი.

თითოეულ კურსდამთავრებულს ვულოცავთ, და ვუსურვებთ წარმატებულ მომავალს.