სტუდენტთა II საერთაშორისო კონგრესი

სტუდენტთა II საერთაშორისო კონგრესი

2012 წლის 10–13 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი, მოადგილე ირინა კაპეტივაძე და კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის სპეციალისტი მზია წიკლაური ვიზიტით იმყოფებოდნენ სამსუნში ონდოკუზ მაისს უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ჰეიდარ შაჰინ ოღლუს მიწვევით, სტუდენტთა II საერთაშორისო კონგრესზე. ამ კონგრესში მონაწილეობას იღებდა თსსუ–ის 32 სტუდენტი.
ვიზიტის პერიოდში ქართული დელეგაცია შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ჰუსეინ აკანს, ასევე საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის და ერაზმუსის პროგრამების ხელმძღვანელ, ქალბატონ ემინე ბოლ იალდიზს. მათ გამოხატეს მზადყოფნა ყოველმხრივ ხელი შეუწყონ თსსუ-სა და ონდოკუზ მაისს უნივერსიტეტს შორის ურთიერთობის განმტკიცებას. ქართული დელეგაციის ყველა წევრი და სტუდენტი დაპატიჟებული იყო მედიცინის ფაკულტეტის დეკანატის მიერ ორგანიზებულ სადილზე, სადაც განიხილეს ონდოკუზ მაისის უნივერსიტეტის პროფესორ- მასწავლებელთა თსსუ-ში ვიზიტის საკითხი. 21 პროფესორი მზად არის ჩამოვიდეს თბილისში უკვე მაისის თვიდან და თურქულმა მხარემ კვლავ მიიღოს 50 ქართველი სტუდენტი და რეზიდენტი საზაფხულო სტაჟირებაზე.

ვიზიტი ნაყოფიერი გამოდგა სტუდენტთა მიღწევების თვალსაზრისითაც: ქართველი სტუდენტების სტენდურმა მოხსენებამ აიღო პირველი პრიზი, ხოლო ინგლისურენოვანი ფაკულტეტის სტუდენტმა ნიკოლოზ შეყილაძემ – მეორე ადგილი USMLE-ის მოსამზადებელი ტესტების კონკურსში.