სტუდენტთა საერთაშორისო კულტურის ფესტივალი

სტუდენტთა საერთაშორისო კულტურის ფესტივალი

2012 წლის 1-4 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმმართველობის, უცხოენოვანი სექტორის დეკანატისა და სტუდენტების ორგანიზებით, ჩატარდა სტუდენტთა საერთაშორისო კულტურის ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობდნენ სტუდენტები შემდეგი ქვეყნებიდან : ინდოეთი, შრი-ლანკა, ტრინიდადი და ტობაგო, რუსეთი, თურქეთი, ისრაელი.
ფესტივალის პირველ დღეს ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია “RARE DISEASE IN MEDICINE” („იშვიათი დაავადების მედიცინა“). კონფერენციაზე თემები მოახსენეს:

1. მანოჯ პროდეეპ (ინდოეთი)
2. ანდრიუ რამაკრიშნა (ინდოეთი)
3. ჰარი პრია (ინდოეთი)
4. აშინ მეთიუ (ინდოეთი)
5. ბლესსი აბრაჰამ (ინდოეთი)
6. მოჰან რაჯი (ინდოეთი)

     

ჩატარდა სპორტული შეჯიბრებები მაგიდის ჩოგბურთში, ფეხბურთში, ქუჩის კალათბურთში, ბადმინტონში, ნარდსა და კრიკეტში. გამარჯვებულ უცხოელ სტუდენტებს თსსუ-ის კანცლერმა ზურაბ ორჯონიკიძემ, თსსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ზაზა ტალახაძემ, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა ია ავალიანმა და მისმა მოადგილემ ირინა კაპეტივაძემ გადასცეს საპრიზო სიგელები, მედლები და თასები.

უცხოელმა სტუდენტებმა უნივერსიტეტის ეზოში დადგეს “flash mob”-ი, მთელი დღის განმავლობაში ტარდებოდა გასართობი თამაშები, ფოტო – და ეგზოტიკური კერძების გამოფენა.

სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებებით დატვირთული ფესტივალი დაიხურა კონცერტით, რომელშიც მონაწილეობას უცხოელი სტუდენტები იღებდნენ.

ფესტივალის დახურვას ესწრებოდნენ: თსსუ-ის კანცლერი ზურაბ ორჯონიკიძე, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი, პროფესორ–მასწავლებლები; დასკვნით ნაწილს დაესწრო ინდოეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე სომხეთსა და საქართველოში პანკაჯ სახსენა, საელჩოს სხვა თანამშრომლები.