სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია - ტექნოლოგიები ფარმაციასა და მედიცინაში

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია - ტექნოლოგიები ფარმაციასა და მედიცინაში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაცევტული ტექნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ალიოშა ბაკურიძის ორგანიზებით, 2023 წლის 2 ოქტომბერს გაიმართა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია - „თანამედროვე ტექნოლოგიები ფარმაციასა და მედიცინაში“. 

კონფერენციას ესწრებოდნენ: თსსუ-ის ფარმაციისა და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები, ახალგაზრდა მკვლევარები, ადმინისტრაციული პერსონალი და საკითხით დაინტერესებული პირები. ღონისძიება საქართველოს ფარმაცევტთა დღეს და აკადემიკოს იოველ ქუთათელაძის იუბილეს მიეძღვნა.

კონფერენციის ფარგლებში, სტუდენტებმა წარმოადგინეს მათ მიერ შესრულებული ექსპერიმენტული კვლევის შედეგები, რომელიც ეძღვნებოდა ბუნებრივ რესურსებზე დაფუძნებული თანამედროვე ფარმაკოთერაპიული საშუალებების ფორმულაციების განსაზღვრასა და ტექნოლოგიების დამუშავებას. 

ღონისძიების დასასრულს  მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, აგრეთვე  თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტისა და ფარმაცევტული კომპანია „ნეოფარმი“-ს სამახსოვრო საჩუქრები.

შეხვედრა აუდიტორიის მაღალი ჩართულობით და ინტერესით გამოირჩეოდა.