სტუდენტების სტაჟირება რიზეს რეჯეპ ტაიპ ერდოღანის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში

სტუდენტების სტაჟირება რიზეს რეჯეპ ტაიპ ერდოღანის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში

   
   

2017 წლის 28 ივლისიდან 28 აგვისტომდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთა ჯგუფი თსსუ–ის კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის მთავარი სპეციალისტის მზია წიკლაურის ხელმძღვანელობით, იმყოფებოდა ქ. რიზეში (თურქეთი), სადაც გაიარეს საზაფხულო კლინიკური სტაჟირება რეჯეპ ტაიპ ერდოღანის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

სტუდენტებს დიდი გულისხმიერებით შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, საავადმყოფოს მთავარი ექიმი და მთელი სამედიცინო პერსონალი. სტუდენტები გადაანაწილეს სხვადასხვა დეპარტამენტებში: (გინეკოლოგია, ნევროლოგია, ზოგადი ქირურგია, ჰემატოლოგია, ბავშვთა ქირურგია, კარდიოქირურგია, ნეიროქირურგია, ალერგოლოგია, ოფთალმოლოგია და ემერჯენსი). 

თითოეულ დეპარტამენტში სტუდენტებს კურირებდნენ დეპარტამენტების ხელმძღვანელები, რომლებიც სტუდენტების მიმართ იჩენდნენ განსაკუთრებულ ყურადღებასა და გულისხმიერებას. სტუდენტები ესწრებოდნენ პროფესორთა შემოვლებსა და მორიგეობებს, ასრულებდნენ სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციებს: ინტრავენური, ინტრამუსკულარული ინექციები, შარდის ბუშტის კათეტერიზაცია, ნაკერების დადება, ესწრებოდნენ ქირურგიულ ოპერაციებს, მშობიარობებს, ექიმის დახმარებით ასრულებდნენ ულტრასონოგრაფიულ, კომპიუტერულ ტომოგრაფიულ და მაგნიტურ რეზონანსულ გამოკვლევებს.

ოფთალმოლოგიაში, ჰემატოლოგიაში და ქირურგიაში სტუდენტები ღებულობდნენ პრაქტიკულ გამოცდილებას ასისტენტის პოზიციაზე, ყოველდღიურად ამუშავებდნენ სამედიცინო ლიტერატურას, არჩევდნენ საინტერესო კლინიკურ შემთხვევებს პროფესორებთან ერთად.

სტუდენტები საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობით ეპყრობოდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.

თავისუფალ დროს სტუდენტებმა  დაათვალიერეს  რიზეს კულტურული ღირსშესანიშნაოებები. 

თითოეულმა სტუდენტმა მიიღო, რიზეს რეჯეპ ტაიპ ერდოღანის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი და დაიმსახურა დადებითი დახასიათება.