სტუდენტურ ქორეოგრაფიულ ფორუმ-ფესტივალზე „ტერფსიქორე-2022“ თსსუ-ის თანამედროვე და სამეჯლისო ცეკვების ანსამბლი „ვეგა“ დიპლომით დაჯილდოვდა

სტუდენტურ ქორეოგრაფიულ ფორუმ-ფესტივალზე „ტერფსიქორე-2022“ თსსუ-ის თანამედროვე და სამეჯლისო ცეკვების ანსამბლი „ვეგა“ დიპლომით დაჯილდოვდა

2022 წლის 24-25 ივნისს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა მეცხრე სტუდენტურ ქორეოგრაფიულ ფორუმ-ფესტივალს - „ტერფსიქორე-2022“  უმასპინძლა.

ფორუმ-ფესტივალზე მიწვეული იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამედროვე და სამეჯლისო ცეკვების ანსამბლი „ვეგა“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ეროვნული ცეკვების ფედერაციამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან არსებული თანამედროვე და სამეჯლისო ცეკვების ანსამბლი „ვეგა“  დიპლომით დააჯილდოვა.

ცნობისთვის, სტუდენტურ ქორეოგრაფიული ფესტივალი მიზნად ისახავს საუნივერსიტეტო ქორეოგრაფული კოლექტივების ჩართულობას მთელი საქართველოს მასშტაბით. პროგრამა მოიცავს რამდენიმე ღონისძიებას, რომელთა თემატიკა სტუდენტთა ქორეოგრაფიულ ცხოვრებას ასახავს.