„სტუდენტური თვითმმართველობების ეთიკის კოდექსი

„სტუდენტური თვითმმართველობების ეთიკის კოდექსი

2014 წლის 26 ივნისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში გაიმართასტუდენტური თვითმმართველობების განვითარების კომისიის მიერ მომზადებული „სტუდენტური თვითმმართველობების ეთიკის კოდექსის" პრეზენტაცია და საზეიმო ხელმოწერის ცერემონია.

„სტუდენტური თვითმმართველობების ეთიკის კოდექსი" შეიმუშავეს 2014 წლის 26-30 აპრილს სტუდენტური  კომისიის სამუშაო შეხვედრაზე, სადაც აქტიურად მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები: გიგა სორდია, მიხეილ დიაკონიძე, კახა აბულაძე, თამარ საგანელიძე.

კოდექსის პრეზენტაციას ესწრებოდნენ:საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე და კომისიაში შემავალი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, რომლებმაც ღონისძიების დასასრულს ხელი მოაწერეს „სტუდენტური თვითმმართველობების ეთიკის კოდექსს".