სტუდენტური თვითმმართველობის შეხვედრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველსემესტრელებთან

სტუდენტური თვითმმართველობის შეხვედრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველსემესტრელებთან

2019 წლის 26 სექტემბერს,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ,,თეატრალურ დარბაზში“ თსსუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ  პირველი სემესტრის სტუდენტებისთვის გაცნობითი პრეზენტაცია გამართა. 

შეხვედრა, ოფიციალურად გახსნა და სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  კანცლერმა, პროფესორმა ზურაბ ორჯონიკიძემ. 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ: თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების დირექტორი კახა აბულაძე. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა  ანა კაკაბაძემ აუდიტორიას წარუდგინა თვითმმართველობის მიერ უკვე განხორციელებული  და მიმდინარე პროექტები, ასევე, სტუდენტური თვითმმართველობის  სტრუქტურა  და  ხელმძღვანელები. 

შეხვედრა, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ,  პირველსემესტრელებმა გაირეს რეგისტრაცია სტუდენტური თვითმმართველობის გუნდში გაერთიანებისთვის.