„სტუდენტური დღეები - 2012“

„სტუდენტური დღეები - 2012“

2012 წლის 10–15 მაისს, „სტუდენტური დღეები - 2012“-ის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობისა და სპორტისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა - „სტუდენტური დღეები - 2012“, რომლის მიზანი ახალგაზრდების ერთმანეთთან დაახლოება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და სტუდენტების წახალისებაა...
ორი საკონკურსო დღის განმავლობაში ერთმანეთს მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტები ეჯიბრებოდნენ: ქართული და თანამედროვე ცეკვა, საესტრადო ნომერი, მხატვრული კითხვა, ფოლკლორი, კლასიკური ინსტრუმენტი, მან-სან-კან–ი.

კონკურსანტების მიერ შესრულებულ ნომრებს აფასებდა ჟიური: საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ფედერაციის პრეზიდენტი ნიკოლოზ მახვილაძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს რეგიონული მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჯიბუტი, თსსუ-ის სპორტისა და ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ბადრი მაჭავარიანი, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი გიგა სორდია, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ტატა ხვედელიანი, თსსუ-ის სპორტისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული დრამატული თეატრ “ჰიგიას” რეჟისორი ნათია გუჯაბიძე, მომღერალი მარიკო ებრალიძე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო კათედრის ასოცირებული პროფესორი, რადიო “მუზას” პროექტების მენეჯერი ნინო ჟვანია.

ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:

 
 
 
 
 
 

1. საუკეთესო თანამედროვე ცეკვა – მედიცინის ფაკულტეტი (ალექსანდრე ღუღუნიშვილი, ქეთი სახვაძე, ქეთევან გიორგაძე, ბიძინა მუსაშვილი, დათო თევზაძე, სოფო ქარცილავა, ერეკლე ტურაბელიძე, ანა პეტრიაშვილი, საბა გელაშვილი, მარიამ ქურცაძე);

2. საუკეთესო ქართული ცეკვა – სტომატოლოგიის ფაკულტეტი (ჟოზეფინა გურეშიძე, ქეთი ინჯგია, გვანცა ფეტელავა, ტატა ალადაშვილი, მარიამ ალხანიშვილი, ბაჩო ხატიაშვილი, ბორის ვანიევი, ზურა გვეტაძე);

3. საუკეთესო სოლო შესრულება – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი (ტერეზა ფუხაშვილი);

4. საუკეთესო დუეტი – სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი (გვანცა პატარიძე, თორნიკე ქუთათელაძე);

5. საუკეთესო ხალხური სიმღერა – ფარმაციის ფაკულტეტი (გიორგი ნუცუბიძე, ლაშა ადაძე, ოთარ ნუცუბიძე, გიორგი გამდიშვილი, ირაკლი აბაშიძე, გიგა იანვარაშვილი, მარიამ ცუცქირიძე, ნიკოლოზ ურუშაძე);

6. საუკეთესო კლასიკური ინსტრუმენტი – მედიცინის ფაკულტეტი (რევაზ ლაშქარაშვილი);

7. საუკეთესო იუმორისტული ნომერი – მედიცინის ფაკულტეტი (მინდია ბუცხრიკიძე, ფარნა ხონელიძე, ლელა ტაბიძე, ბიძინა გოგიბერაშვილი, ნინო გრძელიძე, გიორგი ზოსიაშვილი, ვაჟა კიკვაძე);

8. საუკეთესო მხატვრული კითხვა – სტომატოლოგიის ფაკულტეტი (ქეთი ინჯგია, დათო ტაბატაძე, ელენე ჩხიკვაძე);

9. სტუდენტური თვითმმართველობის სიმპათია – სტომატოლოგიის ფაკულტეტი (თამარ ჭავჭანიძე, მარიამ ხიტირი);

10. წლის აღმოჩენა – სტომატოლოგიის ფაკულტეტი (ჯოზეფინა გურეშიძე);

11. ჟიურის სიმპათია –ფოლკლორული ნომერი – სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი;

12. საუკეთესო გულშემატკივარი – სტომატოლოგიის ფაკულტეტი;

13. ყველაზე ორგანიზებული ფაკულტეტი – ფარმაციის ფაკულტეტი ;

14. ყველაზე აქტიური მხარდამჭერი დეკანატი – ფარმაციის ფაკულტეტი;

15. ნინო ჟვანიას სპეციალური პრიზი – სტომატოლოგიის ფაკულტეტი (ავთო ბაქრაძე);

16. ნათია გუჯაბიძის სპეციალური პრიზი – საორგანიზაციო ჯგუფი (ლაშა ლობჯანიძე, სალომე ასათიანი, ანი ჭიქაბერიძე);

გამარჯვებულებს გადაეცათ მედლები, სიგელები და სამედიცინო ლიტერატურა.