სტუდენტური გალა კონცერტი

სტუდენტური გალა კონცერტი

2015 წლის 25 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, სტუდენტური გალა კონცერტი გაიმართა. კონცერტზე შეკრებილ სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ მიულოცეს.

ღონისძიებას ესწრებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია.

კონცერტის ფარგლებში, სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და უმაღლესი ქულების მქონე წარმატებულ სტუდენტებს საჩუქრები გადასცეს  კომპანიების – მაგთიკომი, ჯეოსელი, PSP, პეტროლგაზი, ლა ბელ მედიკალ და ლიბერთი ბანკის წარმომადგენლებმა. 7 მაღალრეიტინგულ პირველი სემესტრის სტუდენტს შორის სამი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი გახლდათ.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გოგონათა ჯგუფმა „დეკამ“, ასევე, თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული  უნივერსიტეტისა და სან დიეგოს უნივერსიტეტის შემოქმედებითმა ჯგუფებმა.