სტუდენტური კონფერენცია  ,,ტრავმის მართვა-თანამედროვე მიდგომები“

სტუდენტური კონფერენცია ,,ტრავმის მართვა-თანამედროვე მიდგომები“

2015 წლის 13 ნოემბერს,  მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია  ,,ტრავმის მართვა-თანამედროვე მიდგომები“.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის აქტუალური საკითხები, თანამედროვე მიდგომები და მეთოდოლოგია.  

თსსუ-ის სტუდენტებმა წაიკითხეს მოხსენებები: მიხეილ ჯანჯღავამ -,,ბრტყელი ტერფი, მკურნალობის თანამედროვე მეთოდები; გიორგი ჩიხლაძემ - ,,ბარძაყის ყელის მოტეხილობები; გიორგი ჩილინგარაშვილმა და ლევან ცაგურიამ  ,,ამპუტირებული კიდური, ინოვაციური პროთეზები“; თეონა კვიცაძემ და თამარ ესვანჯიამ- ,,მენისკის დაზიანება და მისი მკურნალობა“; თეიმურაზ მჭედლიშვილმა -  ,,მხრის ძვლის პროქსიმალური მოტეხილობები“; შოთა ბუაძემ - ,,დიდი წვივის პროქსიმალური მოტეხილობები“.

წარმოდგენილ საკითხებს შორის ინგლისურენოვანი მოხსენებაც იყო ,,Fat Embolysm  Syndrome”, რომელიც თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის უცხოენოვანი პროგრამის სტუდენტმა,  მანიკანდან რაჯენდრანმა წარმოადგინა.

კონფერენციას სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც ესწრებოდნენ, ამათგან პეტრე შოთაძის სახელობის სამედიცინო აკადემიის სტუდენტებმა:  ომარ ანთელავამ და  თამარ  ხალვაშმა წარმოადგინეს მოხსენება-  ,,ტერფმრუდობა“.