სტუდენტური კონფერენციების ციკლი – „სტუდენტები საუბრობენ თვალის იშვიათ დაავადებებზე“

სტუდენტური კონფერენციების ციკლი – „სტუდენტები საუბრობენ თვალის იშვიათ დაავადებებზე“

სამეცნიერო უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით გაზაფხულის სემესტრიდან თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტში ტარდება სტუდენტური კონფერენციები. კონფერენციის თემატიკა ეხება თვალის იშვიათ დაავადებებს, მათ დიაგნოსტიკასა და თანამედროვე მკურნალობის მეთოდებს. დეპარტამენტის პედაგოგთა აზრით მიმდინარე კონფერენციები უფრო საინტერესოს გახდის საგნის შესწავლას. კონფერენციებში მონაწილეობა მიიღეს მედიცინის ფაკულტეტის V კურსის ქართული და უცხოენოვანი სექტორის სტუდენტებმა.