სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

„სხვადასხვა ტიპის სიმსივნის მკურნალობის თანამედროვე ასპექტები, სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები, მათი გვერდითი ეფექტების, ტოქსიკურობის მონიტორინგი და მართვა“ ამ სახელწოდებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კიდევ ერთი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენდა სტუდენტების ჩართულობა სამეცნიერო აქტივობებში, მათი პრეზენტატორული და სამეცნიერო უნარ-ჩვევების განვითარება და მსჯელობის უნარის დახვეწა.

სტუდენტური კონფერენცია სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბის „ენდევორი“ ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 13 მოხსენება, რომელთა ავტორები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქართველი და უცხოელი სტუდენტები არიან.  პრეზენტაციები, ასევე,  წარმოადგინეს თსუ-სა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

გამოსვლები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით: თემის ცოდნა და კომპეტენტურობა, პრაქტიკული ღირებულება და მნიშვნელობა, პრეზენტაციის ვიზუალური მხარე, სტრუქტურირება, აუდიტორიასთან კომუნიკაცია და ინტერაქცია, ასევე დროის ეფექტიანი მართვა.

კონფერენციის დასასრულს ჟიურიმ  სამი საუკეთესო მოხსენება გამოავლინა:

,,გლიობლასტომა მულტიფორმეს დიაგნოსტიკა, მკურნალობა და სამომავლო პერსპექტივები” იოსებ ნოზაძე,  ვახტანგ მაზანაშვილი.;

,,ტარგეტული თერაპია და საკვერცხის კიბო: parp ინჰიბიტორების როლი Brca  მუტაციური სიმსივნის მკურნალობაში”  -  მარიამ ბოხუა,ნატალი მურღულია;              

,,ონკოლიზიური ვიროთერაპია”  - ანა ზამუტაშვილი .