2024 წლის 21 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა მეორე სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ოფთალმოლოგიაში.
კონფერენცია გახსნეს თსსუ-ის ვიცე-რექტორმა მეცნიერების მიმართულებით, პროფესორმა სოფიო ბახტაძემ და თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნინო კარანაძემ.
მედიცინის და მედიცინისა და სტომატოლოგიური საერთაშორისო ფაკულტეტების სტუდენტებმა აუდიტორიას წარუდგინეს მოხსენებები ოფთალმოლოგიის აქტუალური საკითხების შესახებ.
კონფერენცია თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ორგანიზებით, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული განვითარების სამსახურისა და სტუდენტური ორგანიზაციის “მომავალი ექიმები საქართველოსთვის” ხელშეწყობით ჩატარდა.