2023 წლის 24-25 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ,,სამედიცინო ეკოლოგიის თანამედროვე გამოწვევები’’.
კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამედიცინო ეკოლოგიის ასოციაცია, სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაცია ,,ენდევორი’’ და ახალგაზრდა მედიკოსთა ასოციაცია.
კონფერენცია ჩატარდა თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელშეწყობით და დაფინანსებით.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს თსსუ-ის პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა და მოწვეულმა სტუმრებმა.
კონფერენიაზე განიხილეს სამედიცინო ეკოლოგიის აქტუალური საკითხები და თანამედროვე გამოწვევები, ასევე, გადაწყდა, რომ კონფერენცია ჩატარდეს ყოველწლიურად, გაზაფხულობით.