2013 წლის 30 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სადისერტაციო დარბაზში ჩატარდა „საზაფხულო სკოლა–სტაჟირების“ პროგრამის პრეზენტაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
პროგრამის ფარგლებში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტები 2013 წლის 27 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით სტაჟირებას გაივლიან სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიაში, კლინიკების ადმინისტრაციებსა და „ლ. საყვარელიძის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში“.
პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტების მიერ პრაქტიკული უნარ–ჩვევების გაღრმავებას ჯანდაცვის მენეჯმენტში, ეპიდემიოლოგიასა და კლინიკების საორგანიზაციო საკითხებში.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ: თსსუ–ის რექტორის მოადგილე გიორგი აბესაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ბიძინა ზურაშვილი, დეკანის მოადგილე, პროფესორი მარინა ციმაკურიძე, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიგა სორდია და სამსახურის უფროსი სპეციალისტი გოგი ჩიქოვანი.
შეხვედრაზე სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია პროექტში მონაწილე ორგანიზაციების, სტაჟირების პერსპექტივებისა და ელექტრონული რეგისტრაციის პროცედურების შესახებ.
სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ინტენსიურად აგრძელებს მუშაობას სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისა და მათი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.