,,სტუმრად მედიცინის ისტორიის მუზეუმში“

,,სტუმრად მედიცინის ისტორიის მუზეუმში“

2017 წლის 1 ოქტომბერს, ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017“-ის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმს ეწვივნენ:  სტუდენტები, საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი პედაგოგები.

აღსანიშნავია, რომ  გასული საუკუნის დასაწყისში სწორედ ამ შენობაში, სადაც ახლა მუზეუმია, განთავსებული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. ამ დიდი ისტორიის მქონე შენობას რეაბილიტაცია სჭირდებოდა, რაც წელს დასრულდა და მუზეუმი განახლებულ სივრცეში მასპინძლობდა დამთვალიერებლებს.

მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში დაცულია მედიცინის დარგის ისტორიასთან დაკავშირებული ანტიკური და თანამედროვე ეპოქის  იშვიათი და  უნიკალური ექსპონატები:  სახალხო მკურნალთა ხელნაწერები, შრომის იარაღები, სამკურნალო მცენარეები და სხვა...  ამ მუზეუმის ექსპონატები დოკუმენტურად ადასტურებს საქართველოს ისტორიულ გამოცდილებას მედიცინისა და სამკურნალწამლო მიმართულებით, შესაბამისად, დიდ ინტერესს იწვევს ახალგაზრდებში.

მუზეუმის დამთვალიერებლებს მეგზურობას უწევდა მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის დირექტორი, თსსუ-ის მედიცინის ისტორიის და ბიოეთიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რამაზ შენგელია.

მუზეუმში სტუმრობას განსაკუთრებული ხიბლი შესძინეს:  თსსუ-ის სახალხო ანსამბლმა  და გოგონათა ანსამბლმა ,,დეკამ“. მათ წარმოადგინეს პერფომანსი არგონავტების თემაზე, შეასრულეს ,,საჯანმრთელო სიმღერები“, რომელსაც ტრადიციულად საქართველოში სნეულებს უმღეროდნენ.

ღონისძიებამ დიდი ინტერესი და დადებითი შეფასება დაიმსახურა.

იხილეთ ტელეკომპანია ,,პულსის" სიუჟეტი.