ტანგოს ფესტივალი თსსუ–ში

ტანგოს ფესტივალი თსსუ–ში

მიმდინარე  წლის 6 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, წელს უკვე მესამედ ჩატარდა ტანგოს ფესტივალი, რომელიც სტუდენტებში დიდი პოპულარობითა და ინტერესით სარგებლობს. წელს ფესტივალი განსხვავებული - არა საკონკურსო ფორმატით ჩატარდა და სრულად თეატრალიზებული იყო.  

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სამედიცინო უნივერსიტეტის წინა ორი  სეზონის მონაწილე სტუდენტები და მოწვეული სტუმრები. საორგანიზაციო ჯგუფი დახმარებისათვის მადლობას უხდის ქორეოგრაფ  დავით კულუმბეგაშვილს და სპორტისა და ხელოვნების ცენტრს.