ტელეხიდი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და სკრენტონის (აშშ) უნივერსიტეტს შორის

ტელეხიდი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და სკრენტონის (აშშ) უნივერსიტეტს შორის

   
   

2017 წლის 1 დეკემბერს, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის დეკანის, პროფესორ ლელა მასხულიას ხელმძღვანელობით გაიმართა ტელეხიდი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებსა და ამერიკის შეერთებული შტატების სკრენტონის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შორის.

ტელეხიდს ესწრებოდნენ: თსსუ-ისფიზიკური მედიცინის დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი და  სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის კლინიკური ცენტრის სამედიცინო პერსონალი.    

სკრენტონის უნივერსიტეტის სტუდენტებმა განსახილველად წარმოადგინეს კლინიკური შემთხვევა თემაზე  „ასეპტიური მენინგიტის შედეგად განვითარებული მენჯ-ბარძაყის სახსრის დაზიანების ქირურგიული რეკონსტრუქციის შემდგომი სარეაბილიტაციო მართვა“.

ტელეხიდის მსვლელობისას გაიმართა დისკუსია ქართველ და ამერიკელ სტუდენტებს შორის მენჯ-ბარძაყის სახსრის კომბინირებული დაზიანების ქრონიკული მიმდინარეობისა და პოსტოპერაციული სარეაბილიტაციო მართვის თანამედროვე ასპექტების და სირთულეების შესახებ. 

ჩატარებულმა ღონისძიებამ მაღალი შეფასება დაიმსახურა. გამოითქვა ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების დიდი სურვილი და დაიგეგმა მომდევნო ტელეხიდი, რომლის დროსაც კლინიკურ შემთხვევას წარმოადგენენ ქართველი სტუდენტები.