ტელეხიდი  თსსუ-სა და  სკრენტონის უნივერსიტეტს შორის

ტელეხიდი თსსუ-სა და სკრენტონის უნივერსიტეტს შორის

2015 წლის 4 დეკემბერს, გაიმართა ტელეხიდი  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებსა და ამერიკის შეერთებული შტატების სკრენტონის უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტებს შორის.

სკრენტონის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, პროფესორ ჯონ სანკოს ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს კლინიკური შემთხვევა - ,,ტვინის შერყევის შემდგომი სინდრომის რეაბილიტაციაში მართვის თანამედროვე მეთოდების გამოყენება“.

პრეზენტაციის შემდგომ გამართულ დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც სტუდენტები, ასევე აკადემიური პერსონალი. სტუდენტებმა ცოდნა გაიღრმავეს    ნეირორეაბილიტაციაში  თანამედროვე  ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების გამოყენების კუთხით.

ღონისძიებამ დაიმსახურა მაღალი შეფასება, როგორც სკრენტონის უნივერსიტეტის ისე თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტის აკადემიური პერსონალის მხრიდან. გამოითქვა ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების სურვილი და დაიგეგმა მომდევნო ტელეხიდი, სადაც კლინიკურ შემთხვევას წარადგენენ თსსუ-ის სტუდენტები.