ტელეხიდი სკრენტონის (აშშ) უნივერსიტეტთან

ტელეხიდი სკრენტონის (აშშ) უნივერსიტეტთან

2013 წლის 15 მაისს, გაიმართა მეორე ტელეხიდი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებსა და ამერიკის შეერთებული შტატების სკრენტონის უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტებს  შორის. ამჯერად უკვე ქართველმა სტუდენტებმა წარადგინეს კლინიკური შემთხვევა თემაზე „დიდი წვივის ძვლის როკთაშუა შემაღლების მოტეხილობის ართროსკოპიული ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია“ („Rehabilitation after arthroscopic treatment of avulsion fractures of the tibialintercondilar eminence”). პრეზენტაციამ გამოიწვია დიდი ინტერესი ამერიკელი სტუდენტების მხრიდან, ტელეხიდის მსვლელობაში გაიმართა დისკუსია ქართველ და ამერიკელ სტუდენტებს შორის. სტუდენტებს მიეცათ საშუალება გაეღრმავებინათ თეორიული ცოდნა ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის საკითხებზე  და ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ  სარეაბილიტაციო მიდგომებისა  და მეთოდების გამოყენების თავისებურებები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩატარებულმა ღონისძიებამ დაიმსახურა მაღალი შეფასება როგორც სკრენტონის უნივერსიტეტის, ასევე თსსუ-ის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის მხრიდან. სკრენტონის უნივერსიტეტის პროფესორის ჯონ სანკოს და თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტის აკადემიური პერსონალის მიერ გამოითქვა ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების დიდი სურვილი და დაისახა სამომავლო  გეგმები.