ტელეხიდი სკრენტონის უნივერსიტეტთან

ტელეხიდი სკრენტონის უნივერსიტეტთან

2014 წლის 5 დეკემბერს გაიმართა მორიგი ტელეხიდი  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებსა და  ამერიკის შეერთებული შტატების სკრენტონის უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შორის.

სკრენტონის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, პროფესორ ჯონ სანკოს ხელმძღვანელობით წარმოადგინეს კლინიკური შემთხვევა სუსტი ხარისხის თავის ტვინის ტრავმული დაზიანების თემაზე.

ტელეხიდის მსვლელობისას გაიმართა დისკუსია ქართველ და ამერიკელ სტუდენტებს შორის. სტუდენტებს მიეცა თეორიული ცოდნის გაღრმავების საშუალება ნეირორეაბილიტაციის საკითხებზე, ასევე, თანამედროვე სარეაბილიტაციო მიდგომების და მეთოდების გამოყენების თავისებურებების შესახებ მსჯელობისა  საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ჩატარებულმა ღონისძიებამ დაიმსახურა მაღალი შეფასება როგორც სკრენტონის უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის,  ასევე, თსსუ-ის რეაბილიტაციურ მეცნიერებათა დეპარტამენტის აკადემიური პერსონალის და მოწვეული მასწავლებლების მხრიდან; მათ მიერ გამოითქვა ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების სურვილი და დაისახა  სამომავლო გეგმები.