ტელეხიდი სკრენტონის უნივერსიტეტთან

ტელეხიდი სკრენტონის უნივერსიტეტთან

2016 წლის 2 დეკემბერს გაიმართა ტელეხიდი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებსა და ამერიკის შეერთებული შტატების სკრენტონის უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შორის. სკრენტონის უნივერსიტეტის სტუდენტებმა პროფესორ ჯონ სანკოს ხელმძღვანელობით წარმოადგინეს კლინიკური შემთხვევა ,,თავის ტვინის შერყევის შედეგად განვითარებული ვიზუალური ვერტიგოს მკურნალობა ოპტოკინეტიკური ტრენინგის გამოყენებით“.

ტელეხიდის მსვლელობაში გაიმართა დისკუსია ქართველ და ამერიკელ სტუდენტებს შორის. სტუდენტებს მიეცათ საშუალება გაეღრმავებინათ თეორიული ცოდნა ნეირორეაბილიტაციის საკითხებზე და ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ თანამედროვე სარეაბილიტაციო მიდგომების და მეთოდების გამოყენების თავისებურებები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. დაისვა შეკითხვები ტელეხიდის დასასრულს ჩატარებულმა ღონისძიებამ დაიმსახურა მაღალი შეფასება როგორც სკრენტონის უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის,  ასევე თსსუ-ის რეაბილიტაციურ მეცნიერებათა დეპარტამენტის აკადემიური პერსონალის და მოწვეული მასწავლებლების მხრიდან, მათ მიერ გამოითქვა ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების დიდი სურვილი და დაისახა   სამომავლო გეგმები.