ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის პროფესორის იგორ გოსპოდარსკის ლექციები

ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის პროფესორის იგორ გოსპოდარსკის ლექციები

2015 წლის 21-24 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (უკრაინა) ალერგოლოგიის და კლინიკური იმუნოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი  იგორ გოსპოდარსკი, რომელმაც თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის IX-XII სემესტრის  სტუდენტებისათვის წაიკითხა ლექციები:

აუტოიმუნური დაავადებების მკურნალობა მონოკლონური ანტისხეულებით;

კვებითი ალერგია და ალერგიული რინიტები.

ლექციებმა სტუდენტების და დარგის სპეციალისტების დიდი ინტერესი გამოიწვია, ლექციის ბოლოს დაისვა კითხვები.