ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორების სამადლობელი წერილი

ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორების სამადლობელი წერილი

2014 წლის 18 ივლისს  თსსუ–ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მადლობის წერილი მიიღო.

გორბაჩევსკის სახელობის ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (უკრაინა) წარმომადგენლები:  პროფესორები: მარიან გრებენიკი, მიხაილ კორგა და  ოქსანა ბოიარჩუკი   დიდი მადლიერებით ეხმაურებიან იმ თანადგომას, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა გაუწია დიპლომისშემდგომი განათლების მოდერნიზებისა და სრულყოფის საქმეში.

წერილში განსაკუთრებულ მადლობას უხდიან დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორს,   პროფესორ ზაზა ბოხუას და მის თანამშრომლებს, რომლებმაც ოპტიმალურად კარგი სამუშაო პირობები შეუქმნეს და უმოკლეს დროში უზრუნველყვეს ყველა საჭირო ინფორმაციით.

„ამ ვიზიტის ფარგლებში მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას შევთავაზებთ დიპლომისშემდგომი განათლების სისტემის რეფორმის ოპტიმიზაციისთვის უკრაინაში. დარწმუნებული ვართ, ჩვენი ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენი უნივერსიტეტებისა და ქვეყნების სამომავლო თანამშრომლობას“, – წერენ უკრაინელი პროფესორები თსსუ–ის რექტორს. 

იხ. მადლობის წერილი