ტოშიბას სამედიცინო სისტემების კორპორაციის დელეგაციის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ტოშიბას სამედიცინო სისტემების კორპორაციის დელეგაციის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

 

2012 წლის 3 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ტოშიბას სამედიცინო სისტემების ევროპის ოფისის პრეზიდენტი კაი ოდჰნერი, ევროპის ოფისის უფროსი მენეჯერი ჰენდრიკ სობიეზევსკი, საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯოზეფ კავანაუ და საქართველოს ოფისის წარმომადგენელი თეკლა გვანცელაძე.

შეხვედრას ესწრებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი ზურაბ ორჯონიკიძე, რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, სტუდენტთა და ახალგაზრდა სპეციალისტთა პროფესიული ინტეგრაციის სამსახურის უფროსი, ირაკლი გვილავა და ამავე სამსახურის სპეციალისტი გოგი ჩიქოვანი.

შეხვედრაზე განიხილეს მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები: სტუდენტების, ახალგაზრდა სპეციალისტების, აკადემიური პერსონალისა და კლინიცისტების კვალიფიკაციის ამაღლება, საუნივერსიტეტო კლინიკებში თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვა, ერთობლივი პროექტების, სამეცნიერო სიმპოზიუმების და კონფერენციების განხორციელება.

მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ კომპანია ხელს შეუწყობს უნივერსიტეტს უწყვეტი პროფესიული განვითარების ფარგლებში ექიმების გადამზადებას, აგრეთვე ითანამშრომლებს უნივერსიტეტთან თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით ახალ საუნივერსიტეტო კლინიკაში.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კომპანიის მხარდაჭერით ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია რადიოლოგიაში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ევროპის წამყვანი რადიოლოგები და ექსპერტები.