ტრადიცია გრძელდება - პირველკურსელთა ყოველწლიური კონფერენცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე

ტრადიცია გრძელდება - პირველკურსელთა ყოველწლიური კონფერენცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე

2019 წლის 4 ივლისს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მენეჯმენტის,პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტში ჩატარდა პირველკურსელთა ყოველწლიური კონფერენცია „სოციოლოგია მედიცინაში“. 

კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის პროგრამების პირველკურსელები: ნინო აირაპეტოვი, მარიამ შველიძე, ლია გურაბანიძე, გიგა ბარბაქაძე, ნოდარ მაყიშვილი, ნინო გოგიჩაიშვილი, ელენე გოგალაძე, ანა ლეკიშვილი, სალომე ჭანია, ნანა ურიგაევა, მარიამ მეცხოვრიშვილი, მარი ჯოხარიძე, მარიამ საღლიანი, ანი ჟამუტაშვილი, ცოტნე ბელთაძე.       

სტუდენტებმა წარმოადგინეს ორიგინალური და საინტერესო კვლევები საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრიორიტეტულ პრობლემებზე, ახალგაზრდათა ჯანმრთლობაზე, კვებით ქცევაზე, ჯანმრთლობით ქცევაზე, ფიზიკურ აქტივობაზე, მავნე ჩვევებზე, დემოგრაფიულ პრობლემებზე. სტუდენტების მიერ წარმოჩინებული იქნა, ისეთი  ფაქტორები, როგორიცაა  ფსიქიკური განწყობა  და ინტელექტუალური მდგომარეობა.

სტუდენტების ნაშრომები აკადემიური პერსონალის მხრიდან  დადებითად იქნა შეფასებული. პერსონალმა აღნიშნა, რომ ყოველწლიურად იზრდება კვლევებისა და შდეგების  წარდგენის ხარისხი.  კონფერენციის შეჯამების შემდეგ სტუდენტებს გადაეცათ მონაწილის სერთიფიკატები.