ტრადიციული ჩინური მედიცინის საერთაშორისო კლინიკა–,,HMG“–ის წარმომადგენლები თსსუ–ში

ტრადიციული ჩინური მედიცინის საერთაშორისო კლინიკა–,,HMG“–ის წარმომადგენლები თსსუ–ში

2015 წლის 16 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ ტრადიციული ჩინური მედიცინის საერთაშორისო კლინიკის–,,HMG“ გენერალური მდივანი ლიუ ცზინ-იუანსი და მისი ასისტენტი უილიამ ძინი.

ტრადიციული ჩინური  მედიცინის საერთაშორისო კლინიკა ეფუძნება ჩინეთში არსებულ საუკეთესო ტრადიციებს, რომელიც ჩინური კულტურის უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

შეხვედრას ესწრებოდნენ: თსსუ–ის კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე, თსსუ–ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნინო აფციაური და საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერის აპარატის თანამშრომლები: ცისია ფანჩვაძე და თამარ ნამორაძე.

შეხვედრაზე  მხარეებს შორის გამოითქვა შემდგომი თანამშრომლობის სურვილი.