ტრაკიას უნივერსიტეტის (ბულგარეთი) მედიცინის ფაკულტეტის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,უმაღლესი სამედიცინო განათლების 30 წელი”

ტრაკიას უნივერსიტეტის (ბულგარეთი) მედიცინის ფაკულტეტის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,უმაღლესი სამედიცინო განათლების 30 წელი”

2012 წლის 21-23 მაისს სტარა ზაგორაში (ბულგარეთი) ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, მიძღვნილი ტრაკიას უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის 30 წლისთავისადმი “უმაღლესი სამედიცინო განათლების 30 წელი”, რომელშიც მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის პროფესორი მაია დგებუაძე და თსსუ–ის დოქტორანტი ლევან რატიანი.
წარმომადგენლობითი კონფერენცია მოიცავდა პლენარულ/სექციურ სხდომებს და პოსტერების განხილვას. სექციური სხდომები განცალკევებულად მიმდინარეობდა სპეციალობის შესაბამისად - ბიოსამედიცინო მეცნიერებები, მედიცინა (შინაგანი დაავადებები, ქირურგია, მეანობა-გინეკოლოგია) და საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი;

კონფერენციის გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა პროფესორი მაია დგებუაძე, რომელიც ასევე მონაწილეობდა ბიოსამედიცინო მეცნიერების პოსტერების განხილვა-შეფასებაში. ბიოსამედიცინო მეცნიერების სექციაზე პროფესორმა დგებუაძემ წარადგინა მოხსენება “ათეროგენეტიკური ბიომარკერები პოსტმენოპაუზისას".

კონფერენციის მონაწილეებმა დაათვალიერეს ტრაკიას უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო პროფილის დეპარტამენტები, ურთიერთგაზიარებულ იქნა გამოცდილება.