ტრენინგ -კურსი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ტრენინგ -კურსი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2022 წლის 11-12 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის და სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბის „ენდევორი“ ორგანიზებით ჩატარდა ტრეინინგ-კურსი - "სამეცნიერო-კვლევითი პროექტი, კვლევის შედეგების დისემინაცია, ეთიკის საკითხები კვლევაში, პლაგიარიზმისგან თავის არიდების გზები და ინფორმაციული ტექნოლოგიები მეცნიერებაში".

კურსს უძღვებოდნენ: სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია; ცენტრის უფროსი სპეციალისტი, ასოცირებული პროფესორი შორენა ხეცურიანი; უფროსი სპეციალისტი, პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი ნათია გამყრელიძე და ცენტრის მოწვეული მასწავლებელი, პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ქეთევან ღამბაშიძე. ტრენინგის ორგანიზებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა: გიგი გორგაძემ, გვანცა ხაჩიაშვილმა, ოთარ ქონიაშვილმა, ჰარიკა კორაპატმა.

ტრეინინგის ფარგლებში მოხდა მონაწილეთა ჯგუფებად დაყოფა, რომლის წევრებმაც კურსის დასასრულს წარადგინეს სამეცნიერო-კვლევითი პროექტები. საუკეთესო პროექტად მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების: ნინო კიკვაძის, დიმიტრი ქარჩავას, ნიკოლოზ კვირიკაძის, ანა თვალბეიშვილის, ილონა ვოსკანიანის და ცისანა უგულავას ნაშრომი დასახელდა.