ტრენინგი: პირველადი გადაუდებელი დახმარება

ტრენინგი: პირველადი გადაუდებელი დახმარება

2024 წლის 2 და 9 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრში გაიმართა  ტრენინგი -"პირველადი გადაუდებელი დახმარება". 

ღონისძიება ორგანიზებული იყო კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის მიერ, "Erasmus +" ის პროექტ "Lifestrend"-ის ფარგლებში.

ტრენინგს უძღვებოდნენ: კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ირმა მანჯავიძე, ასისტენტ პროფესორი ლია ოტიაშვილი, ცენტრის უფროსი სპეციალისტი ნანა ჯიქიძე და მოწვეული მასწავლებელი, რეანიმატოლოგი გიორგი კვიცინაძე. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის 80-მდე თანამშრომელმა. 

ღონისძიებამ დამსწრე აუდიტორიის დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია.  აღსანიშნავია, რომ ტრენინგის მონაწილეთა მხრიდან გამოითქვა მსგავსი ღონისძიებების გაგრძელებისა და გაფართოვების სურვილი.