ტრენინგი „Erasmus+“–ის  მობილობის პროგრამების შესახებ

ტრენინგი „Erasmus+“–ის მობილობის პროგრამების შესახებ

2014 წლის 15 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია „Erasmus+“–ის  საქართველოს  ეროვნული ოფისის  (NEO)   კოორდინატორი  ლიკა ღლონტი. მან ჩაატარა ტრენინგი „Erasmus+“–ის  ორი ახალი პროგრამის შესახებ: მობილობა კრედიტების დაგროვების მიზნით (credit mobility) და ერთობლივი სამაგისტრო პროექტების შესახებ (degree mobility).

ორივე პროგრამა დაშვებულია ევროკავშირის პარტნიორ  ქვეყნებში და ითვალისწინებს სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლას  პროფესიული დონის ამაღლების მიზნით. შეხვდრას ესწრებოდნენ  თსსუ–ის სტუდენტები  და ადმინისტრაციული პერსონალი, ასევე   საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები.