ტრენინგი - „კრიტიკული აზროვნება დარგობრივი სამედიცინო უცხოური ენის სწავლების პროცესში, უცხოური ენის ონლაინ სწავლება, პარაფრაზია და ტექსტის განმარტება ან ინტერპრეტაცია“

ტრენინგი - „კრიტიკული აზროვნება დარგობრივი სამედიცინო უცხოური ენის სწავლების პროცესში, უცხოური ენის ონლაინ სწავლება, პარაფრაზია და ტექსტის განმარტება ან ინტერპრეტაცია“

2022 წლის 20 მარტიდან 11 აპრილამდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოური ენების ცენტრში პროფესორმა საიმონ ქიმმა ჩაატარა ტრენინგების ციკლი შემდეგ საკითხებზე:  „კრიტიკული აზროვნება დარგობრივი სამედიცინო უცხოური ენის სწავლების პროცესში, უცხოური ენის ონლაინ სწავლება, პარაფრაზია და ტექსტის განმარტება ან ინტერპრეტაცია“

ტრენინგს ესწრებოდნენ თსსუ-ის უცხოური ენების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ნინო აბრალავა და უნივერსიტეტის პროფესორ - მასწავლებლები.

ტრენინგი ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა და გამოირჩეოდა  მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით.

ცნობისთვის, პროფესორი საიმონ ქიმი სტუდენტებისთვის პერმანენტულად  ატარებს  სემინარებს დარგობრივ ინგლისურ ენაში.