2022 წლის 22-23 ივლისს. პროფესორი ზაზა ბოხუა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, მეანობა–გინეკოლოგიისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მივლინებით იმყოფებოდა დაბა გრიგოლეთში, გაეროს მოსახლეობის ფონდის სახელით ექიმებთან შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად.
სამედიცინო პერსონალის მოსამზადებელი ტრენინგ-მოდული განკუთვნილი იყო ანტენატალურ მეთვალყურეობაში ჩართული ექიმებისათვის და ემსახურებოდა ორსულობისა და მშობიარობის პროცესებში მამაკაცების ჩართულობის ამაღლების საკითხებს.
შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა პლატონ მაჭავარიანმა.