ტრენინგი - ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE) - ჩატარების და შეფასების მეთოდოლოგია

ტრენინგი - ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE) - ჩატარების და შეფასების მეთოდოლოგია

2022 წლის 4-8 აპრილს,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტში  არადისტანციურ რეჟიმში ჩატარდა   ტრენინგი „ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE) - ჩატარების და შეფასების მეთოდოლოგია”. ტრენინგს უძღვებოდნენ ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა მამალაძე და კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,  პროფესორი  ირმა მანჯავიძე. 

ტრენინგს ესწრებოდა 18 მსმენელი  საქართველოს შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი, აგრარული უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი მილენიუმი.

ტრენინგი ტარდებოდა ინტერაქტიური ფორმით. მსმენელები აქტიურად მონაწილეობდნენ ყოველდღიურ დისკუსიებში. მონაწილეთა უმრავლესობამ გამოთქვა სურვილი, დანერგოს OSCE თავიანთ დაწესებულებებში. 

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.