ტროის უნივერსიტეტის (აშშ) განათლების კოლეჯის სტრატეგიული დაგეგმარების კომიტეტის წევრის, დოქტორ ტიმ ჰობსის ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ტროის უნივერსიტეტის (აშშ) განათლების კოლეჯის სტრატეგიული დაგეგმარების კომიტეტის წევრის, დოქტორ ტიმ ჰობსის ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2012 წლის 16-22 მაისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია ტროის უნივერსიტეტის (აშშ) განათლების კოლეჯის სტრატეგიული დაგეგმარების კომიტეტის წევრი, დოქტორი ტიმ ჰობსი.
ამერიკელმა კოლეგამ საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციები:

„სკოლის ექიმის როლი მკვეთრად გამოხატული უნარშეზღუდულობის მქონე ბავშვებში“;
„სკოლაზე დაფუძნებული ჯანდაცვის კლინიკების განვითარება“;
„უნარშეზღუდული ბავშვების სოციალური და ნებაყოფლობითი დახმარების სისტემები“;
„ექიმის/პედაგოგის როლი ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიულობის მენეჯმენტში“;
„ექიმის, პედაგოგის, PHD სპეციალისტების პროფესიული თანამშრომლობა უნარშეზღუდული ბავშვების ჯანდაცვის მართვაში“;
„უნარშეზღუდული ბავშვების ჯანდაცვის მენეჯმენტი და განათლება – US პოლიტიკის ახალი მიმართულებები“.