ტუბერკულოზის მსოფლიო დღე - „ცხოვრება ტუბერკულოზის გარეშე“

ტუბერკულოზის მსოფლიო დღე - „ცხოვრება ტუბერკულოზის გარეშე“

 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის, ჯანდაცვის განვითარების ახალგაზრდული ორგანიზაციის და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, 2012 წლის 23 მარტს ჩატარდა კონფერენცია „ცხოვრება ტუბერკულოზის გარეშე“.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დოლიძე, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორი სტეფან ჰეიკინი, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ნატა ავალიანი, თსსუ-ის ფთიზიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ლამარა ვაშაკიძე და თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი გიგა სორდია.

24 მარტს გაიმართა მსვლელობა თბილისის ცენტრალური საკონცერტო დარბაზიდან (ფილარმონია) თავისუფლების მოედნამდე. დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები. საღამოს რიყის პარკში გაკეთდა TB–ს ლოგოს ფორმის ცოცხალი ჯაჭვი და ცაში გაიშვა მანათობელი ფარნები წარწერით “STOP TB “.