უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების 21 პროფესორ-მასწავლებლის ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების 21 პროფესორ-მასწავლებლის ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2012 წლის 5 მარტს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, 2011-2012 სასწავლო წლის II სემესტრის დაწყებასთან დაკავშირებით, უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები ეწვივნენ. უცხოელმა კოლეგებმა სტუდენტებისთვის წაიკითხეს ლექციები საბაზისო და კლინიკური მედიცინის სხვადასხვა სფეროში.

     
     


ნაგი ჰაბიბი – პროფესორი, ლონდონის სამეფო კოლეჯის ქირურგიის დეპარტამენტი  (დიდი ბრიტანეთი):
- “ღეროვანი უჯრედები რეგენერაციულ მედიცინაში".

ენდრიუ კინგსნორთი – პროფესორი, პენინსულას უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი): - “პანკრეასული კიბოს ქირურგია” (კლინიკა „ავერსი“).

პიტერ მაკდონალდი – დოქტორი, ქირურგთა სამეფო საბჭოს პრეზიდენტი (დიდი ბრიტანეთი): - „კოლორექტალური სეფსისის კვლევები“.

კენეტ ვოლკერი – პროფესორი, ემორის უნივერსიტეტი (აშშ):

- „კლინიკური მედიცინის სწავლება ავადმყოფის საწოლთან“;
- „აზროვნება“;
- „მწვავე დელირიუმი“;
- „კლინიკური მონაცემების შეგროვება“
- „საქართველოს ჯანდაცვის მუშაკები XXI საუკუნეში“. 

სანჯივ გუფთა – პროფესორი, ალბერტ ეინშტეინის სამედიცინო სკოლა, იეშივას უნივერსიტეტი (აშშ):

- „ღეროვანი უჯრედები: ღვიძლშიდა მათი ბუნება“;
- “ჰეპატიტი B ვირუსის რეპლიკაციის მექანიზმები”;
- „ღვიძლზე მიმართული უჯრედული თერაპია“ .

ოტტო დაპუნტი – პროფესორი, ოლდენბურგის კარდიოქირურგიული კლინიკის ხელმძღვანელი, გიოტინგენის უნივერსიტეტი (გერმანია):

- „აორტული სარქველების თანამედროვე ასპექტები“;
- „კორონარული ქირურგიის აქტუალური ასპექტები“ .

ტიმო ულრიხი – დოქტორი, შარიტეს სამედიცინო უნივერსიტეტი, გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (გერმანია):

- „ტუბერკულოზის ეპიდემიოლოგია“;
- „ტუბერკულოზის იმუნოლოგია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა“.

პიტერ ალკენი – პროფესორი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი (გერმანია):

- “რა არის უროლოგია?”;
- “Mannheim–ის გამოცდილება”;
- “პედიატრიული უროლოგია”;
- “სათესლე ჯირკვლის კიბო”;
- “შარდის ბუშტის კიბო”;
- “პროსტატის კიბო”;
- “ანდროლოგია”;
- “Continence and Incontinence”;
- “ნეფროლითიაზი”;
- “გადაუდებელი უროლოგია”;
- “თირკმლის უჯრედის კარცინომა“.

ჰერვიგ კოსტრონი – პროფესორი, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტი (ავსტრია):

- „ვასკულური ქირურგია“;
- „ნეიროონკოლოგია: თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნის ქირურგია, მოლეკულური ცოდნის გამოყენება გლიური სიმსივნეების მკურნალობაში“;
- “ზოგადი ნევროლოგია, ისტორია და განვითარება”
- „ხერხემლის ქირურგია“.

ფერდინანდო ნიკოლეტი – პროფესორი, კატანიის უნივერსიტეტი (იტალია):

- “1 ტიპის დიაბეტი - პათოგენეზიდან მკურნალობამდე. მეცადინეობები ცხოველთა მოდელებზე”;
- „აუტოიმუნური დაავადებების მკურნალობის ახალი გზების ძიება“;
- „NO ჰიბრიდიზაციის პოტენციური როლი კიბოსსაწინააღმდეგო ახალი წამლების გენერაციის პროცესში“.

ჟოზე გარსია-საგრედო – პროფესორი, მადრიდის უნივერსიტეტი (ესპანეთი):

- „ციტოგენეტიკა გენოტოქსიკოლოგიაში: in vivo და in vitro ტესტები“;
- „მიკრონუკლეარული CBMN ტესტი: მონიტორინგის პოპულაციები“.

ლენა ლანდე ვეკრე – დოქტორი, ოსლოს უნივერსიტეტი (ნორვეგია):

- „რა არის რეაბილიტაცია? – განმარტება, დამხმარე ინსტრუმენტები“;
- „მობილობის შედეგები“;
- „შემაერთებელი ქსოვილის პათოლოგიების მქონე პაციენტტა რეაბილიტაცია“;
- „ხერხემლის დაზიანების რეაბილიტაცია“.

ტრონდ ჰალსტენსენი - პროფესორი, ოსლოს უნივერსიტეტი (ნორვეგია):

- „იმუნოლოგია“;
- „იმუნოლოგიის თანამედროვე ასპექტები“.

ბაბილ სტრეი-პედერსენი - პროფესორი, ოსლოს უნივერსიტეტი (ნორვეგია):

- “ქალების ჯანმრთელობა – რეპროდუქციული ტრაქტის ინფექციები”;
- “ინფექციები და მათი პრევენცია ორსულობის დროს”;
- „სისხლდენა ორსულობის პერიოდში“;
- „ოპერაციული ვაგინალური მშობიარობა და საკეისრო კვეთა“;
- “ოჯახის დაგეგმვა და კონტრაცეფტივებთან დაკავშირებული რჩევები”.

გაბრიელ გურმანი – პროფესორი, ბენ-გურიონის უნივერსიტეტი (ისრაელი):

- „ქირურგიის შედეგი – ანესთეზიის გავლენა მასზე“;
- „თავის ტვინის სიკვდილის დიაგნოსტიკა“.

იცხაკ ბენზიონი – დოქტორი, ბენ-გურიონის უნივერსიტეტი (ისრაელი):

- „პარაფილია და მისი მკურნალობა“ და „დეპრესია და შფოთვა“;
- „ფსიქოზი და ნერვოზი – განსხვავება პერსონალურ დარღვევებზე“.

იცხაკ ვინოგრადი – პროფესორი, თელ-ავივის უნივერსიტეტი (ისრაელი):

- „პედიატრიული ქირურგიის საფუძვლები – ბავშვი არ არის პატარა მოზრდილი“;
- “თანდაყოლილი მალფორმაციების მკურნალობა – ჰირშპრუნგის დაავადება, საყლაპავი მილის ატრეზია”;
- “ახალშობილის სასუნთქი გზების პრობლემები”.

მიშა რაბაუ - პროფესორი, თელ–ავივის უნივერსიტეტი (ისრაელი):

- „ნაწლავის ანთებითი დაავადებები“;
- „სწორი ნაწლავის კიბო“;
- „სწორი ნაწლავის ქირურგია“.

რან სტეინბერგი - პროფესორი, თელ-ავივის უნივერსიტეტი (ისრაელი):

- „ღვიძლის ტრანსპლანტაცია ბავშვებში, ტექნიკური ასპექტები, აწმყო და მომავალი“;
- „თირკმლის ტრანსპლანტაცია ბავშვებში“;
- „ღვიძლის რეზექცია ბავშვებში – ათწლიანი გამოცდილება“.

ლიანა ადანი – დოქტორი, თელ-ავივის უნივერსიტეტი (ისრაელი): 

– „ქირურგია“

ჟოუ რენი – პროფესორი, ჟეჯიანგის უნივერსიტეტი (ჩინეთი): 

- „ღვიძლის მოლეკულური პათოლოგიის პროგრესი – ლიმფომას მოლეკულური პათოლოგიის მკურნალობის პროგრესი“;
- „ZJU საერთაშორისო სამედიცინო განათლება საერთაშორისო მსოფმხედველობიდან გამომდინარე“;
- „სამედიცინო განათლებაში პათოლოგიის თანამედროვე გაგება“.

ლექციების პარალელურად კლინიცისტ–პროფესორებმა ჩაატარეს კონსულტაციები და ოპერაციები:

– თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში (ბავშვთა ქირურგი ისრაელიდან იცხაკ ვინოგრადი);

– გოჩა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში (ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ჰერვიგ კოსტრონი);

– ალექსანდრე წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში (ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორი პიტერ ალკენი).

პროექტი 2012 წლის ბოლომდე გაგრძელდება.