უცხოელი პროფესორების ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში

უცხოელი პროფესორების ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში

   
   

მიმდინარე წლის 20 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2016–2017 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით თსსუ–ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ესტუმრნენ  და კლინიკის დირექტორ გიორგი აბესაძეს შეხვდნენ უცხოელი პროფესორები:

  • პროფესორი ტიმო ულრიხსი - თსსუ-ის საპატიო დოქტორი, გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ექსპერტი, კოხ-მეჩნიკოვის ფორუმის ტუბერკულოზის სექციის ხელმღვანელი (ბერლინი, გერმანია)
  • პროფესორი თომას აიჰხორნი - თსსუ-ის საპატიო დოქტორი, კარლ-თაიმის კლინიკის ყელ-ყურ-ცხვირის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (კოტბუსი, გერმანია)
  • პროფესორი ლეზეკ რომანოვსკი - პოზნანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის ტრავმატოლოგიის, ორთოპედიისა და მტევნის ქირურგიის დეპარტამენტის პროფესორი (პოზნანი, პოლონეთი)
  • პროფესორი ლუბოვ სმაგლიუკი - უკრაინის მედიცინისა და სტომატოლოგიის აკადემიის ორთოდონტიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (პოლტავა, უკრაინა)
  • დოქტორი იოჰან ალიუსი - თსსუ-ის მოწვეული პროფესორი,იმპლანტოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი (ნიუნბერგი, გერმანია)
  • პროფესორი ალექსის სიდოროფი - ინსბრუკის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დერმატო-ვენეროლოგიური დეპარტამენტის პროფესორი (ინსბრუკი, ავსტრია).

შეხვედრისას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა გიორგი აბესაძემ გააცნო კლინიკაში მიმდინარე სასწავლო და კლინიკური პროცესები, რის შემდეგაც უცხოელ კოლეგებს დაათვალიერებინა კლინიკა.

2016 წლის 20 სექტემბერს პროფესორმა ლეზეკ რომანოვსკიმ თსსუ–ის საუნივერსიტეტო კლინიკაში წაიკითხა ლექცია "მიკროქირურგია - კლინიკურ ორთოპედიულ პრაქტიკაში".