უცხოელი პროფესორების ვიზიტი თსსუ–ში

უცხოელი პროფესორების ვიზიტი თსსუ–ში

2013 წლის 8–11 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია ჩიკაგოს უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორები: ბენ ზიონ როიტბერგი, ვერნონ ლეო ტოვლე, ჟან-პოლ სპირე, სოზარ ჩხენკელი, რომლებმაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში, თსსუ-ის სტუდენტებისთვის, რეზიდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის წაიკითხეს ლექციები ნეიროქირურგიის აქტუალურ საკითხებზე.

ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელმა პროფესორებმა მონაწილეობა მიიღეს შავი ზღვის აუზის ქვეყნების ქირურგთა მერვე საერთაშორისო კონგრესის მუშაობაში.