უცხოელი სტუდენტებისთვის სერტიფიკატების გადაცემა

უცხოელი სტუდენტებისთვის სერტიფიკატების გადაცემა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ყოველწლიურად დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის ხორციელდება ზამთრისა და ზაფხულის სკოლა–სტაჟირება. წელს აღნიშნულ პროგრამაში  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოელი სტუდენტები ჩაერთნენ.

საზაფხულო სტაჟირებაში მონაწილე კლინიკები და მიმართულებები სტუდენტების წინასწარი გამოკითხვის შედეგად შეირჩა. უნდა აღინიშნოს, რომ თსსუ–ის საუნივერსიტეტო კლინიკური ბაზების გარდა, სტაჟირების განხორციელებაში  უნივერსიტეტის პარტნიორი კლინიკებიც იყვნენ ჩართულნი.

 2015 წლის 20 ნოემბერს, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიგა სორდიამ,  სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა მიხეილ დიაკონიძემ და სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე–პრეზიდენტმა თარაქა დუნუვილამ სერტიფიკატებით დააჯილდოვეს ზაფხულის სკოლა-სტაჟირებაში მონაწილე უცხოელი  სტუდენტები.