უცხოური დარგობრივი ენის პირველი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

უცხოური დარგობრივი ენის პირველი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

 
   

2018 წლის 2 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოური ენების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა უცხოური დარგობრივი ენის პირველი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია. შიდა საუნივერსიტეტო კონფერენცია გახსნა უცხოური ენების ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნინო აბრალავამ. სტუდენტებსა და პროფესორ-მასწვლებლებს სიტყვით მიმართა ასისტენტ-პროფესორმა მაკა ტატიშვილმა.

კონფერენციაზე სტუდენტებმა მოხსენებები ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებზე წარმოადგინეს. საკონფერენციო თემები იყო: მედიცინის უახლესი მიდგომები, მკურნალობის ინოვაციური მეთოდები, დაავადებები და სინდრომები და პროფესიული დაავადებები.

გამოვლინდა საუკეთესო მოხსენებები თითოეული ენის სექციაში. ნაშრომები დაიბეჭდება თსსუ-ის უცხოური ენების ცენტრის სტუდენტთა ყოველწლიურ სამეცნიერო კრებულში.