2019 წლის 17 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია უკრაინაში გაეროს განვითარების ხელშეწყობის პროგრამის დელეგაცია (UNDP) პროგრამის კოორდინატორის, ქალბატონ ოლენა რუდიჩის ხელმძღვანელობით. ვიზიტი განხორციელდა გაეროს ხელშეწყობის პროგრამის - ”რეფორმები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში; გამჭვირვალობის ხელშეწყობა - საქართველოს გამოცდილების გაზიარება” ფარგლებში. დელეგაციის წევრები იყვნენ უკრაინის სამედიცინო სფეროსა და სოციალური სამსახურების წარმომადგენლები.
სტუმრებს შეხვდნენ: თსსუ-ის ვიცე რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე, თსსუ-ის ვიცე რექტორი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე; ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე კვაჭაძე; მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი დავით თოფურია; საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელი თინათინ კილასონია და რექტორის აპარატის უფროსი ირინა კაპეტივაძე.
ვიცე-რექტორმა ხათუნა თოდაძემ სტუმრებს წარუდგინა პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, ხოლო ვიცე-რექტორმა ირაკლი კოხრეიძემ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკების შესახებ. შეხვედრის ბოლოს უკრაინელ სტუმრებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.