უკრაინის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ხარკოვის დიპლომისშემდგომი განათლების მედიცინის აკადემიის რექტორის, პროფესორ ალექსანდრ ხვისიუკის წერილი თსსუ–ის რექტორს

უკრაინის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ხარკოვის დიპლომისშემდგომი განათლების მედიცინის აკადემიის რექტორის, პროფესორ ალექსანდრ ხვისიუკის წერილი თსსუ–ის რექტორს

თბილისის  სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ უკრაინის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ხარკოვის დიპლომისშემდგომი განათლების მედიცინის აკადემიის რექტორის, პროფესორ ალექსანდრ ხვისიუკის წერილი მიიღო.

წერილში ორ უმაღლეს სამედიცინო სკოლას შორის 2014 წლის 5 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ნათქვამია: „იმედი გვაქვს, ეს ხელშეკრულება  ერთობლივი მუშაობის განმტკიცებისა და სრულყოფისათვის ჩვენი სახელმწიფოებისთვის სამედიცინო კადრების მომზადების სფეროში სრულყოფის საფუძველი გახდება.

თქვენ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მთელ კოლექტივს დიდ პატივისცემასა და გულწრფელ მადლობას გიცხადებთ პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერებისთვის, რაც ერთობლივი მუშაობის პროცესში გამოამჟღავნეთ.

ვფიქრობთ, მეგობრული ურთერთობის შენარჩუნება ხელს შეუწყობს მედიცინის სფეროში ნამდვილ პროფესიონალებად ჩამოყალიბების პროცესის ოპტიმიზებას. იმედი გვაქვს, მომავალში ორმხრივად ურთიერთსასარგებლო და ნაყოფიერი მუშაობისა“.

იხ. წერილი