უკრაინის საგანგებო და  სრულუფლებიანი ელჩის ვასილ ციბენკოს ვიზიტი თსსუ–ში

უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვასილ ციბენკოს ვიზიტი თსსუ–ში

2014 წლის 7 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი   ელჩი საქართველოში ვასილ ციბენკო ეწვია. მას შეხვდნენ თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, კანცლერი ზურაბ ორჯონიკიძე, ვიცე–რექტორი  გიორგი აბესაძე. ორი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლებმა განიხილეს სამომავლო გეგმები, ურთიერთობის პერსპექტივები. საუბრის მთავარი თემა განათლება და სწავლების მაღალი დონის უზრუნველყოფა გახლდათ, რადგან ნებისმიერი ქვეყნის ძლიერებას სწორედ ინტელექტუალური ძალა უზრუნველყოფს.

დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობა უკრაინის პ.ლ. შუპიკის სახელობის მედიცინის აკადემიასთან, რომელიც დიპლომისშემდგომ განათლებას უზრუნველყოფს. თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება უახლესი სამედიცინო მიღწევების გაცნობა, სპეციალისტების გაცვლა, პროფესორ–მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება. ორივე მხარე უზრუნველყოფს  ერთმანეთის ინფორმირებას სამეცნიერო კონფერენციებისა და კონგრესების შესახებ და დახმარების გაწევას ექიმთა და ფარმაცევტთა დიპლომისშემდგომი უწყვეტი განათლების მიღებაში. შეთანხმება შედგა.

უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ვასილ ციბენკომ კმაყოფილება გამოთქვა გულთბილი დახვედრის და საქართველოსა და უკრაინას შორის კიდევ ერთი მეგობრული შეთანხმების გაფორმების გამო.