უნიმანის უნივერსიტეტის პროფესორების ლექციები თსსუ–ში

უნიმანის უნივერსიტეტის პროფესორების ლექციები თსსუ–ში

2012 წლის 23-24 მაისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია უნიმანის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) რექტორი, პროფესორი სოფია სილვესტრე და ამავე უნივერსიტეტის პროფესორები: პატრიკ სილვესტრე, ალაინ სომბარდიერ და ანნიე ფენიეს.

ფრანგმა კოლეგებმა თსსუ–ის ბიბლიოთეკის „ცისფერ დარბაზში” საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხეს ლექციები:

     


„მენეჯმენტის საფუძვლები“;
„გუნდური მუშაობის წესები და სპეციფიკა (მენეჯმენტი)“;
„საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკა და მართვა“;
„მოდელირება, ანალიზი და პრობლემის გადაჭრა (მენეჯმენტი)“.

ლექციების დასასრულს უნიმანის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სოფია სილვესტრე შეხვდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას. შეხვედრას ესწრებოდნენ თსსუ–ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ია ავალიანი, უნიმანის უნივერსიტეტის პროფესორები: პატრიკ სილვესტრე, ალაინ სომბარდიერ და ანნიე ფენიეს.

შეხვედრაზე განიხილეს უნიმანის უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის მომავალი ურთიერთობის საკითხები: სტუდენტთა/რეზიდენტთა და ახალგაზრდა სპეციალისტთა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა, კლინიკური გამოცდილების გაზიარება, პროფესორ-მასწავლებელთა ჩართვა სამეცნიერო-კვლევით პროგრამებში და სხვ.

ფრანგმა კოლეგებმა მადლობა გადაუხადა თსსუ-ის ადმინისტრაციას გულთბილი დახვედრისთვის.

     

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი – უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ლექციები და ოპერაციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და საუნივერსიტეტო კლინიკებში – 2012 წლის ბოლომდე გაგრძელდება.